ჩვენს შესახებ

2011 წლის 6 დეკემბერს შედგა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისიის“ დაფუძნება, რომლის ერთერთი დამფუძნებელი არის საქართველოს მწვანეთა მოძრაობაა/დედამიწის მეგობრები-საქართველო.

კომისიის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე:

  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების,
  • გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების,
  • ტრანსსასაზღვრო და სოციალური შეფასებების პროცედურების ხელშეწყობას,
  • გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგის წარმოებას,
  • საზოგადოებრივი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასა და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი დასკვნის მომზადებას.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელ კომისიას გააჩნია ექსპერტთა რეესტრი, რომლიც წარმოადგენს საინფორმაციო ბაზას დამოუკიდებელ ექსპერტთა პროფესიონალური და პერსონალური მონაცემების შესახებ. რეესტრს აწარმოებს კომისიის აღმასრულებელი დირექტორი. რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემებისა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Scroll to top