ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის 702 მეგავატიანი პროექტის (რომლის განხორციელება განსაზღვრულია სოფ. ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე) სავარაუდო ღირებულება 776 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ხანგრძლივობა – 73 თვეა. პროექტის ინიციატორია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედ“ , ხოლო პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (წინასწარი ვარიანტი) ანგარიში შესრულებულია CENN-ის მიერ
ანგარიშში მოცემულია კაშხლის შესაძლო დაზიანების ანალიზი, ყველა განხილულ შემთხვევაში ენგურის ხეობის ქვედა ზონის მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. მიუხედავად ამისა დოკუმენტში არაა მოცემული რეაგირების გეგმა, რომელიც გაითვალისწინებდა საჭირო რესურსებსა და ფუნქციებს.
თანდართულ მთელი რიგი შენიშვნებია წარმოდგენილი შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
- ალტერნატივების ანალიზი;
- საინჟინრო გეოლოგია;
- სეისმურობა;
- მოდელირება (მეტაფიზიკური, ფიზიკური);
- ჰიდროლოგია;
- კლიმატზე გავლენის საპროგნოზო შეფასება;
- იქტიოფაუნა;
- ნიადაგები
- მოსახლეობის განსახლების გეგმა.
ეს არსებული პროექტის პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია, დაფიქრება და დასკვნის გამოტანა თქვენთვის მოგვინდია.